საპარლამენტო უმცირესობის წევრები ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

12/09/2017

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
მხარეებს შორის საუბარი ლიტვასა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და იმ გამოწვევებს შეეხო, რომელთა წინაშე საქართველო დგას, როგორც საგარეო, ისე საშინაო მიმართულებით.
„ლიტვა საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია და ყოველთვის ძალიან გვეხმარება მნიშვნელოვან მომენტებში და ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ცხადია, მათ ძალიან აინტერესებთ ის გამოწვევები, რის წინაშეც საქართველოს დემოკრატია დღესდღეობით დგას. მათ გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით და ყველა ამ გამოწვევასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0