საპარტნიორო ფონდი ახალი სასტუმროს Park Inn პროექტზე მუშაობს

10/01/2016

საპარტნიორო ფონდი ადგილობრივ კომპანია „ბლოკ ინვესტთან“ ერთად სამვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე მუშაობს. Park Inn by Radisson აშენება თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე სასტუმრო „თორის“ ადგილზე იგეგმება. პროექტის თანახმად, სასტუმრო 200 ნომრიანი იქნება, რომელიც მოიცავს კაფე რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს და ა.შ. საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, თბილისში სამვარსკვლავიან ბრენდირებულ სასტუმროებზე მოთხოვნა არსებობს და ფონდი გეგმავს შეავსოს ეს დეფიციტი. მშენებლობის დაწყება 2016 წლის ზაფხულში იგეგმება და 2017 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია. „ბლოკ ინვესტი“ საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0