საპარტნიორო ფონდს Granit Polus-ის წარმომადგენლები ეწვივნენ

07/03/2017

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში უნგრული კომპანია Granit Polus-ის წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. უნგრულ კომპანიას ფონდის წარმომადგენლებმა ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნეს. Granit Polus-ი წარმოადგენს უძრავი ქონების ერთ-ერთი მსხვილ ევროპულ დეველოპერს. მისი საქმიანობა მოიცავს კომერციული უძრავი ქონების, სავაჭრო ცენტრების, სასტუმროების, და შერეული ტიპის უძრავი ქონების განვითარებას და მართვას. კომპანია პროექტებს ახორციელებს აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. უნგრული კომპანია ფონდის მიმდინარე პროექტებში ინვესტირებით ინტერესდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0