საპარტნირო ფონდს ესპანური კომპანია Relais of Termal Group-ის წარმომადგენლები ეწვივნენ

06/07/2016

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში მსოფლიოში აღიარებული გამაჯანსაღებელი სპა და ბალნეოლოგიული ცენტრების მფლობელი ესპანური კომპანია Relais of Termal Group-ის გენერალურ დირექტორი და ესპანური ტურისტული ხარისხის კონტროლის ინსტიტუტის (ICTE) -ის გენერალური მენეჯერი ფერნანდო ფრაილე გარსია მიიღო.
ესპანეთის დელეგაციის წევრები საქართველოს კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით ესტუმრნენ. Relais of Termal Group-ი ქვეყნის სამედიცინო ტურიზმის სექტორში კაპიტალდაბანდებით ინტერესდება. სტუმრები აქცენტს წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარებზე აკეთებენ და რეგიონში არსებული საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას გეგმავენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანის ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივას. ფონდის მენეჯმენტმა ესპანეთის დელეგაციის წევრებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნო.
Relais of Termal Group-ის ხელმძღვანელებმა საქართველოში ვიზიტი ამა წლის აპრილის თვეში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ესპანეთში ყოფნის დროს დაგეგმეს. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში Relais of Termal Group-ის დამფუძნებელს, ესპანეთის ტურიზმის ხარისხის კონტროლის ინსტიტუტისა და ბალნეოლოგიური ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტს მიგელ მირონესს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრეს და ერთმანეთს სამკურნალო ტურიზმის დარგში არსებული გამოცდილება გაუზიარეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0