საპატიო ბათუმელების დაჯილდოება გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქის დღესასწაულის „ბათუმობა 2017“-ის ფარგლებში ბათუმის საზაფხულო თეატრში ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ბათუმის” ვარსკვლავის გახსნა და საპატიო ბათუმელების დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიაში ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. წელს საპატიო ბათუმელების წოდება მიიღეს იზოლდა ფოფხაძემ, ჯუმბერ უნგიაძემ, ავთანდილ კაკაბაძემ და მამული ჟღენტმა. დაჯილდოვდნენ ასევე დამსახურებული მოღვაწეები – ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვალები, მუსიკოსები და მსახიოებები, რომლებიც 25 წლის განმავლობაში წარმატებით ეწევიან შემოქმედებით საქმიანობას და პოპულარიზაციას უწევენ ქართულ კულტურას, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოპოვებული აქვთ არაერთი ჯილდო და წარმატება.

Visited 184 times, 1 visit(s) today