საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა სამგრელოში გამართეს

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტების მერიის, სოციალური სააგენტოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს. შეხვედრის ძირითადი მიზანია საპენსიო რეფორმის მნიშვნელობისა და დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მახასიათებლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის უპირატესობებსა და მოსახლეობის სარგებელზეც გაამახვილეს ყურადღება.
მთავრობა 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს. აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.

Visited 114 times, 1 visit(s) today