საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართა

12/09/2017

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად მიიჩნია და ჯგუფის რეგისტრაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე დამსწრე საინიციატივო ჯგუფის წევრებს შემდგომი პროცედურები გააცნო და ხელმოწერების შეგროვებისთვის შესაბამისი ფორმები გადასცა.
კომიტეტის სხდომაზე მოქალაქე დავით ოთიაშვილის ლობისტად რეგისტრაციის საკითხზეც იმსჯელეს. გიორგი კახიანის განცხადებით, მოქალაქემ აღნიშნული მოთხოვნით ორჯერ უკვე მიმართა, მაგრამ გარკვეული ხარვეზების გამო ლობისტად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0