სარო-ხიზაბავრას მექანიკური მორწყვის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მელიორაცია ასპინძის მუნიციპალიტეტში სარო-ხიზაბავრას მექანიკური მორწყვის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 2 ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე I და II აწევის სატუმბი სადგურებისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია ჩატარდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სადაწნეო მილსადენის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც 1400 მეტრი სიგრძის მილსადენის შეცვლას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შედეგად, აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, სოფლების საროსა და ხიზაბავრას 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.
პროექტის ღირებულებაა 562 000 ლარი. სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო.

Visited 120 times, 1 visit(s) today