სასადილოს ბენეფიციარებს წინასააღდგომო ტკბილეული გადაეცათ

12/04/2017

მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგნელებთან ერთად „მუნიციპალური უფასო სასადილოს“ პროგრამის ფარგლებში უმწეოთა სასადილოს 280 ბენეფიციარს სააღდგომო ამანათები გადასცა. ამანათებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 7308 ლარი დაიხარჯა. უპოვართა სასადილო 2004 წლიდან მუნიციპალიტეტის მიზნობრივი სოციალური პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს, პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ცხელი საკვებით უზრუნველყოფა კვირაში შვიდ დღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0