სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა

07/07/2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ბრალდებულებს – ჰ.ს.-ს და რ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 30 ივნისს, დღის საათებში, ჰ.ს.-მ და რ.ს.-მ თბილისში, ვარკეთილის ზემო პლატოზე, სამი არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით შეიყვანეს საცხოვრებელ სახლში და მოზარდებთან ჩაიდინეს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.
სამართალდამცველებმა რ.ს. და ჰ.ს. 2017 წლის 4 ივლისს თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11- დან 15 წლამდე ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0