„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს

07/09/2017

პარლამენტის დღევანდელმა პლენარულმა სხდომამ მუშაობა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვით გააგრძელა.
პარლამენტის წევრების დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა ბესელიას, ივლიანე წულაიასა და ვანო ზარდიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტმა მართალია წინა დღის პლენარულ სხდომაზე დაიწყო, თუმცა პლენარული სხდომისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის გამო, პროცესის გაგრძელება დღეისთვის გადაიდო.
საკითხზე მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს კიდევ ერთხელ შეახსენა წარმოდგენილი კანონპროექტის არსი და განაცხადა, რომ ამ კანონპროექტით ნარჩუნდება ის პრინციპი, რომ მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და მისი მესაკუთრე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. კანონპროექტის მიღება ხდება იმის გამო, რომ რომ არ შეიქმნას სამართლებრივი ვაკუუმი, და საკუთრების კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული. კანონპროექტი მიიღება გარდამავალი ეტაპისთვის, სანამ არ იქნება მიღებული ორგანული კანონი, რომელიც დაარეგულირებს მიწის საკითხს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0