სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თბილისის საცობებისგან განტვირთვაა

24/01/2018

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ბექა დავითულიანი სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ თბილისის მერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თბილისის საცობებისგან განტვირთვაა. მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. მათ შორის, მოწესრიგდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, დაიწყება მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და განხორციელდება მეტროს რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, ბექა დავითულიანის თქმით, ცვლილება შევა დასუფთავების, სადისტრიბუციო და სამშენებლო სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების განრიგშიც.

„დღეს დედაქალაქის მერმა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები დააანონსა, რომლებიც ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას ეხება. ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი დადებით შედეგს გამოიღებს და ჩვენი ქალაქი საცობებისგან განიტვირთება,“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0