საუდის არაბეთში პირველად გაიყიდება ქართული მინერალური წყალი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიმდინარე წლის ივლისიდან საუდის არაბეთში ქართული კომპანია „საირმის“ მინერალური და წყაროს წლის რეალიზაცია დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული სასმელი წყალი შედის სამეფოს 32 მილიონიან ბაზარზე. ამ ეტაპზე, საუდის არაბეთში შეტანილია 240 ათასი ბოთლი. პროდუქციის შემომტანია საუდური კომპანია “Amlak Trading Est.”
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება ქართული პროდუქციის პოპულარიცაზია და ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია რამდენიმე საპრეზენტაციო ღონისძიება.
აღსანიშნავია, რომ წყლის დეგუსტაციის მიზნით, ქართული მინერალური და წყაროს წყლის გარკვეული რაოდენობა გადაეცა ქ. რიადში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მსხვილ ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს.

Visited 987 times, 1 visit(s) today