საფეხბურთო სკოლის დაფუძნება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასკოლო ასაკის ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას

10/08/2022

მემორანდუმი დინამო თბილისის საფეხბურთო კლუბსა და წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა. გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერებსა და „საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის” დირექტორს, ლევან გვანცელაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მემორანდუმის მნიშვნელობაზე.
მემორანდუმის ფარგლებში:
მუნიციპალიტეტეტბში დაფუძნდება დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლა 6 წლიდან 12 წლამდე ასაკობრივი გუნდებისთვის;
მწვრთნელებს ჩაუტარდებათ სპეციალური კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები;
უზრუნველყოფილი იქნება სპორტული ეკიპირება;
გაკონტროლდება ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა;
წარჩინებული ფეხბურთელები დაწინაურდებიან დინამოს აკადემიაში;
ჩატარდება მინი ტურნირები და ჩემპიონატები;
მუნიციპალიტეტებში დამკვიდრდება დინამოს სავარჯიშო მეთოდოლოგია;
მოხდება რეგიონალური ჩემპიონატების/ტურნირების ფინანსური მხარდაჭერა.

მემორანდუმის მიზანია, რეგიონში ახალგაზრდული ფეხბურთის და ნიჭიერი ფეხბურთელების სპორტულ განათლებასა და პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაზე ხელშეწყობა. საფეხბურთო სკოლის დაფუძნება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასკოლო ასაკის ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის“ დირექტორმა, ლევან გვანცელაძემ და მუნიციპალიტეტების მერებმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გიორგი დოხტურიშვილის მოადგილე ნიკა კობახიძე და პროექტის ხელმძღვანელი გია ისიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0