საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

30/10/2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, რესურსცენტრის უფროსები საჯარო მოხელეები გახდებიან და მათზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი გავრცელდება. კანონპროექტი კომიტეტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, რესურსცენტრების თანამშრომლები საჯარო მოხელეებს წარმოადგენენ და მათზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციები ვრცელდება, ხოლო რესურსცენტრის უფროსები არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს.

„აღნიშნული პირებისთვის საჯარო მოხელისათვის კანონით გათვალისწინებული კარიერული განვითარების პირობების შექმნის, მოტივაციის ამაღლების, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობის, საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, ასევე, რესურსცენტრების გაძლიერების მიზნით, მიზანშეწონილია, რესურსცენტრის უფროსებიც გახდნენ საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდეს ხსენებული კანონი“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0