საფრანგეთმა საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად გადასცა

16/10/2017

საფრანგეთმა საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად გადასცა. ღონისძიებას ფრანგი და ქართველი ავტორები, გამომცემლები, პროექტზე მომუშავე გუნდი, კულტურის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპეციალურ გრაგნილზე, რომელიც საქართველოს გადასცეს, შოთა რუსთაველის ციტატაა დატანილი.
ცერემონიალი ქართველი მუსიკოსის, ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის მიერ შესრულებულ მუსიკალურ პერფორმანსით დასრულდა. 2017 წლის ოქტომბრიდან ოფიციალურად დაიწყო საპატიო სტუმრის სტატუსით ქართული ლიტერატურისა და კულტურის წარდგენა გერმანულენოვან ევროპაში.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად მოლაპარაკებები ქართულმა მხარემ 2010 წლიდან, ოფიციალური სამზადისი კი, 2014 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0