საფრთხის შემცველია არაადეკვატური, დილეტანტი და არასერიოზული თავდაცვის მინისტრის ყოლა

მოძრაობა ,,ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე, საკუთარ facebook გვერდზე ავრცელებს განცხადებას თინათინ ხიდაშელის პოსტიდან გადაყენებასთან დაკავშირებით:

,, ვფიქრობ სასწრაფო წესით დასაწყებია საპროტესტო აქციები თინათინ ხიდაშელის გადადგომის მოთხოვნით. თითოეული დღე ამ სამხედრო საქმის უცოდინარი, არაადექვატური, დიპლომატიაში დილეტანტი და არასერიოზული ქალბატონისა თავდაცვის მინისტრის პოსტზე გახლავთ სერიოზული საფრთხის შემცველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. ქალბატონი ხიდაშელის უცოდინრობამ და არასერიოზულობამ განსაკუთრებით თვალნათლივ იჩინა თავი ყარაბაღში განახლებული სამხედრო კონფლიქტის შეფასებისას, მერწმუნეთ თუ ის სასწრაფოდ არ გადავაყენეთ, მაშინ სერიოზული საფრთხე არსებობს, რომ საქართველოც აღმოჩნდეს კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თავდაცვის სამინისტრო არ არის გასართობი და თოჯინებით სათამაშო ადგილი. დილეტანტი თავდაცვის მინისტრი უნდა მოვხსმათ თანამდებობიდან!!!!!!!!” – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Visited 261 times, 1 visit(s) today