საქადაგიანოს სვანების დასახლებისა და ხიდისყურის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის მთავრობამ 332 280 ლარი გამოყო

12/07/2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის #1401 განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტს გამოეყო 332 280 ლარი.
აღნიშნული თანხა მოხმარდება საქადაგიანოს სვანების დასახლებისა და ხიდისყურის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს.
პროექტი მიმდინარე წელს განხორციელდება და უზრუნველყოფს ორი სოფლის სასმელი წყლით მომარაგებას – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0