საქადაგიანოში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

31/08/2017

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საქადაგიანოში – სვანების ქვედა დასახლებაში სასმელი წყლის მოწყობის და სოფელ ხიდისყურის მაგისტრალის და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტით გათვალისწინებულია მილსადენის, რეზერვუარის, საქლორატოროს მოწყობის სამუშაოები და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ფუძე“ ახორციელებს, მისი ღირებულება 307 000 ლარია, ხოლო გარანტია სამი წელი – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0