საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა მრავალი მიმართულებით, რაც მას ლიდერს ხდის “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში

18/10/2017

ევროპარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის“ თანათავმჯდომარის ქლერ მუდის (სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფი) შეფასებით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა მრავალი მიმართულებით, რაც მას ლიდერს ხდის “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ქ.ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ქლერ მუდიმ დადებითად შეაფასა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი ევროპარლამენტში და აღნიშნა საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობები, რაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებშიც აისახა: „მნიშვნელოვანია სამიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების ის პუნქტები, სადაც საუბარია ევროკავშირის მხარდაჭერაზე საქართველოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, სადაც პროგრესი შეინიშნება. საქართველო აღიარებული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ჩვენს მხარს ვუჭერთ ამ პროგრეს, რომელიც მიღწეული იქნა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც დემოკრატიზაციის, სასამრთლო რეფორმის ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ყველა ამ მიმართულებით ევროკავშირი დიდ დახმარებას უწევს საქართველოს და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდეს მომავალშიც ქართველი ხალხის სასარგებლოდ,”-აღნიშნა კლერ მუდმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0