საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობების და საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს

16/10/2017

ორი ქვეყნის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო – იტალიის ორმხრივი ურთიერთობების და საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ვრცელი საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან მისი უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0