საქართველოს აქვს ევროპარლამენტის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე

18/10/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი ევროპარლამენტში, რაც გამოიხატება ევროპარლამენტის იმ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერაში, რომელიც ქვეყანას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ქ. ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან მიმდინარე შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.
მისი თმით ევროპარლამენტის მხარდაჭერა კონკრეტულ შედეგებში გამოიხატა, როგორიც არის იგივე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გასულ კვირას მიღებული რეკომენდაციები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0