საქართველოს და ტაილანდს შორის მემორანდუმი გაფორმდა

21/09/2017

საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ​გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ტაილანდის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დონ პრამუდვინაიმ ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. ასამბლეის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0