საქართველოს დელეგაცია აშშ-ის სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის “NASRO” კონფერენციას დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში, უსაფრთხო სკოლის თემატიკაზე ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის “NASRO” რიგით 27-ე კონფერენცია ჩატარდა, სადაც ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამასახური.
კონფერენციას სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი მო კენედი უძღვებოდა, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს და სკოლის მანდატურის სამსახურს თანამშრომლობისა და კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა გაფართოებული და მნიშვნელოვანი ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც განხილული იქნა არსებული და მიმდინარე პროექტები, აგრეთვე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების და “NASRO”-ს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთათვის გადამზადების ტრენინგების საკითხები.
კონფერენციას ესწრებოდა თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის “NASRO” წევრები და სხვადასხვა ქვეყნის მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები.

Visited 163 times, 1 visit(s) today