საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა

12/04/2017

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები არაბეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, მის მოადგილეებთან და მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლებთან გამართა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.
ვიზიტი საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ბუთხუზის ხელმძღვანელობით, დელეგაციის შემადგენლობაში სსიპ „დელტას“ დირექტორი უჩა ძოძუაშვილი და კომერციული დირექტორი, ოთარ ჩიტეიშვილი იყვნენ. ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, გიორგი ჯანჯღავაც დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0