საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის პრეზენტაცია ზესტაფონში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების (BFD) პრეზენტაციას მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იმერეთის რეგიონში პირველად ზესტაფონიდან იწყებს. პროგრამის პრეზენტაციას პროექტის ხელმძღვანელი სიდჰარტ რაჯა და ნატალია გელვანოვსკა საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის კოორდინატორთან ერთად უძღვებოდა. საინფორმაციო შეხვედრას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის თვითთმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ ადგილობრივი ინტერნეტ პროვაიდერები, საბანკო სექტორის, ტექნიკის მაღაზიაებისა და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები. მცირე და საშუალო ბიზნესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტის ავტორებმა და შეხვედრის მონაწილეებმა დღეისათვის არსებული რესურსები შეაფასეს და მომავლის განვითარების პერსპექტივებზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.
BFD პროგრამის მიზანია შექმნას მოთხოვნა ფართოზოლოვან ინტერნეტზე საქართველოს რეგიონებში და გაზარდოს აღნიშნული მომსახურების ხელმისაწვდომობა (მათ შორის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ბენეფიციარების სუბსიდირებით). ამით, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომლის მიზანია ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებით. BFD პროგრამის საბოლოო მიზანია საქართველოს რეგიონების სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ ინტერნეტ მომსახურებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გაზრდა.

Visited 205 times, 1 visit(s) today