საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საგანგებო შტაბში მივიდა

24/08/2017

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში მივიდა. უწმინდესმა და უნეტარესმა ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი გადაიხადა და მეხანძრე-მაშველები, პოლიციელები, ჯარისკაცები, მეტყევეები დალოცა. უწმინდესის თქმით, ის რაც ბორჯომში ხდება არ არის ეროვნული ტრაგედია, ეს არის მოვლენა, რომელიც ყველგან ხდება და მასთან ბრძოლა ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0