საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა

30/06/2017

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი 2017 წლის 30 ივლისი – 2 აგვისტოს პერიოდში ეწვევა ტალინს (ესტონეთი), თბილისსა და პოდგორიცას (მონტენეგრო).
საქართველოში სტუმრობისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე სხვა შეხვედრები, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2017“ მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილე ამერიკელ და ქართველ სამხედროებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0