საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერლინში ვიზიტს აგრძელებს

13/03/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბერლინში გრძელდება. მეორე დღეა, ირაკლი კობახიძე, რომელიც პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრად აირჩიეს, ალიანსის ყრილობაში იღებს მონაწილეობას. მაღალი რანგის ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ქვეყნის მიღწევებისა და წარმატებული რეფორმებს აცნობს. დღეს ყრილობის მონაწილეები მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ, დაგეგმილია პოლიტიკური გამოსვლებიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გამგეობის წევრები არიან გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, მარტინ შულცი, შვედეთის პრემიერ მინისტრი სტეფან ლოფენი, პორტუგალიის პრემიერ მინისტრი ანტონიო კოშტა და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ირაკლი კობახიძესთან ერთად, პროგრესული ალიანსის ყრილობაში მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი იღებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0