საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უკრაინის პირველ ლედის ჩაიზე უმასპინძლა

18/07/2017

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პირველ ლედის მარინა პოროშენკოს ჩაიზე უმასპინძლა.
მაკა ჩიჩუამ და მარინა პოროშენკომ ხალხებს შორის მეგობრობის, კულტურული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
მაკა ჩიჩუამ მარინა პოროშენკოს ცნობილი ქართველი მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ მოხატული შარფი უსახსოვრა, ხოლო მარინა პოროშენკომ უკრაინული ტრადიციული ქარვის სამკაული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0