საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება

29/09/2017

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა:
1. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის;
2. სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა (2.1. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი;
2.2. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა;
2.3. საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები;
3. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო;
4. რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე;
5. მზადება ნატოს მომავალი სამიტისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0