საქართველოს პრეზიდენტი “ევრაზიის ლიდერთა პროგრამა 2018” – ის მონაწილეებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი მარგველაშვილმა პროგრამის მონაწილეებს თემაზე – “გეოპოლიტიკური განზომილებების გააზრება და რეგიონული პერსპექტივა” ესაუბრა და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა ყურადღება.
“ევრაზიის ლიდერთა პროგრამა (ELT) 2018“ წარმოადგენს ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევის ტურს და საჯარო სამსახურის პროგრამას, რომელიც აზიის ლიდერთა ინიციატივის ცენტრის ეგიდით ხორციელდება. პროგრამაში მონაწილეობას იღებს 15 მკვლევარ- მეცნიერი ჰარვარდის, ტაფტ ფლეტჩერის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან.

Visited 141 times, 1 visit(s) today