საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს მუდმივ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი მარგველაშვილმა გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეუთოს როლის და ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში მიმდინარე პროცესებში.
შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ქვეყანაში არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
განსახილველ თემებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების საკითხები და ასევე ჟენევის ფორმატის მიმდინარეობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

Visited 160 times, 1 visit(s) today