საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი გივიაშვილი დანიშნა

12/06/2017

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე, ირაკლი გივიაშვილი დაინიშნა.
გიორგი მარგველაშვილმა მისიის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. მხარეებმა ევროპის საბჭოში საქართველოს დღის წესრიგი განიხილეს. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და იმ ამოცანებს, რომელიც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში უნდა განახორციელოს. საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი გივიაშვილს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ირაკლი გივიაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2017 წლის 8 ივლისიდან შეუდგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0