საქართველოს პრეზიდენტმა NDI -ის სადამკვირვებლო მისიას საკონსტიტუციო პროცესში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა

17/07/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა NDI – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაცია მიიღო.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაციას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ კვლავ აქტიურად არიან ჩართულნი საარჩევნო პროცესებში და უახლოეს მომავალში წინასწარ დასკვნას დადებენ თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია მიაწოდა თვითმმართველობისა და სააარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ასევე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს.
საქართველოს პრეზიდენტმა სადამკვირვებლო მისიას საკონსტიტუციო პროცესში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0