საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

Visited 19 times, 1 visit(s) today