საქართველოს პროკურატურამ საქველმოქმედო გამოფენას უმასპინძლა

26/09/2017

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფსიქოთერაპიისა და ფსიქორეაბილიტაციის დღის ცენტრის „კერა“-ს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნივთები. ღონისძიებას ასევე დაუნის სინდრომისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვები ესწრებოდნენ. აუტისტური სპექტრის მქონე 12 ბავშვი მშობლების და მასწავლებლის დახმარებით თექისგან, ხისგან და სხვადასხვა მასალისგან ჩარჩოებს, ნახატებს, საკანცელარიო ნივთებს და სხვა სახის აქსესუარებს ქმნის. საქველმოქმედო გამოფენაზე პროკურატურის თანამშრომლებმა ბავშვების მიერ შექმნილი ნივთები დაათვალიერეს და შეიძინეს. გაყიდული ნივთების შედეგად შეგროვილი თანხა ახალი მასალების და ხის საჭრელი დაზგის შეძენას მოხმარდება. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა უკვე გაიმართა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში და მისი მიზანია დაუნის სინდრომის, აუტისტური სპექტრისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვების საქმიანობის ხელშეწყობა და წახალისება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0