საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაცია დასაქმების პოლიტიკაზე ვენაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტისა და სამთავრობო დელეგაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ვენაში შეხვედრებს მართავს.
დელეგაციის შემადგელობაში შედიან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ცისნამი საბაძე.
შეხვედრების თემაა დასაქმების პოლიტიკა და ავსტრიული გამოცდილების გაზიარება სახელმწიფოს როლზე დასაქმებასთან მიმართებით.
შრომის ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისი მიწოდებისა და ბიზნესის რეალური საჭიროებებისათვის აუცილებელი კვალიფიციური პროფესიონალის უზრუნველყოფით, ავსტრიის სახელმწიფო ხელს უწყობს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას. ამდენად, მას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით.

Visited 143 times, 1 visit(s) today