საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების მიზნით საბჭო შეიქმნა

25/12/2017

ინოვაციური იდეების წახალისებისა და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების საკითხებზე სპეციალური საბჭო იმუშავებს, რომლის პირველი სხდომა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა. საბჭოს შექმნის მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებით განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, თანამედროვე ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამებთან ინტეგრირების ხელშეწყობა.
საბჭო დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი ექსპერტებით, მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0