საქართველო ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის- EURAXESS-ის – 41-ე წევრი გახდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველო ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის- EURAXESS-ის – 41-ე წევრი გახდა. ქართული მეცნიერებისთვის ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერიტეტში იმყოფებოდნენ. როგორც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, EURAXESS-ის წევრობა არის რეალური შესაძლებლობა საქართველოს მეცნიერებისთვის და ყველა სამეცნიერო ინსტიტუციისთვის, ისარგებლონ ისეთი ბენეფიტებით და პრივილეგიებით, როგორიცაა პირდაპირი წვდომა ევროკავშირის, ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებზე, მრავალმილიარდიან გრანტებზე, 15.000-ზე მეტ ორგანიზაციასთან, უნივერსიტეტთან, ბიზნესის სექტორის წარმომადგენელთან და 25.000-ზე მეტ მკვლევართან, მსოფლიოს მასშტაბით.
შეხვედრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

Visited 181 times, 1 visit(s) today