საქართველო მღელვარე რეგიონში კვლავ ნათელ წერტილად რჩება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის გზით, საქართველო მღელვარე რეგიონში კვლავ ნათელ წერტილად რჩება“ – ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი სტივ ჩაბოტი (რესპუბლიკელი – ოჰაიო) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და წერს, რომ ამ არჩევნებით, რომელიც როგორც კანდიდატების, ისე ქართველი ხალხის უფლებათა სრული დაცვით ჩატარდა, საქართველომ კიდევ ერთი უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული რეფორმების გზაზე.
„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მეგობარი და მოკავშირეა და მე მხარს ვუჭერ მისი ჩართულობის გაძლიერებას რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართულ საქმიანობაში. ვულოცავ ქართველ ხალხს და მოუთმენლად ველი საქართველოს ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის დაწყებას“ – ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის განცხადებაში.

Visited 150 times, 1 visit(s) today