საქართველო უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში გადავიდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი განიხილა. ევროკომისიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებდა საქართველოს გადაყვანას იმ სახელმწიფოთა ჯგუფში, რომლის მოქალაქეებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.
კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტისა და საბჭოს N539/2001 რეგულაციაში ცვლილების თაობაზე, რომელიც საქართველოს რეგულაციის 1-ელი დანართიდან (ვიზის საჭიროების მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) მე-2 დანართში (უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) გადატანას ითვალისწინებს. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ საკითხი დასამტკიცებლად ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

Visited 4 046 times, 1 visit(s) today