საქარიქედზე გზის მშენებლობა დაიწყო

12/09/2017

გზა ყველა სოფელს პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქარიქედზე, ცენტრალური საავტომობილო გზის 2 200 მეტრიანი მონაკვეთი მობეტონდება.
პირველ ეტაპზე, სოფელში ბეტონის საფარი 1კმ-სა და 300 მეტრზე მოეწყობა. პროექტი გარდამავალია და გზის დარჩენილ მონაკვეთს რეაბილიტაცია მომავალ წელს ჩაუტარდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნიკოლოზ თოფურიძე და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, მალხაზ ფხალაძე ადგილობრივ მოსახლეობას და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და გზაზე მიმდინარე სამუშაოებს მათთან ერთად გაეცნენ. განიხილეს რამდენიმე პრობლემური მონაკვეთი და ერთობლივი შეთანხმებით დასახეს მათი მოგვარების გზები.
საქარიქედზე 4 მ. სიგანისა და 16 სმ. სისქის ბეტონი დაიგება.
გზის მშენებლობა სოფელში რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0