საყანე ფართობების პერიმეტრის დამუშავება აქტიურად გრძელდება

25/06/2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს და საყანე ფართობების პერიმეტრი ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში მობილიზებული ტექნიკა, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ დაათვალიერეს და მიმდინარე სამუშაობს გაეცნენ.
როგროც შეხვედრაზე აღინიშნა, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებული აზიური ფაროსანა და გაუმჯობესებულია მდგომარეობა.
სამეგრელოს რეგიონში, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარედ, დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მავნებლის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგები. აღნიშნული სადგურების მეშვეობით ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით მისი ადგილზე განადგურება.
დღეის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით, განთავსებულია 10 980 „მოიზიდე და გაანადგურე“ საგდური და 952 ცალი მონიტორინგის ფერომონი. ცივი შესხურების მეთოდით შეიწამლა 5 005.65 ჰა ფართობი. თერმული ნისლის ტექნოლოგიით 16 350 ჰა ფართობი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0