იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად საყვავილე მეურნეობა ,,ფლორა ვესტლანდი“ დაათვალიერა. ამ ეტაპზე მეურნეობა გაფართოვდა და 500 სახეობის ჰოლანდიური მცენარე და ყვავილია განთავსებული. უახლოეს მომავალში პოლანდიელი კონსულტანტის ჩამოყვანა და მომსახურე პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარება იგეგმება. საყვავილე მეურნეობის მოსაწყობად 800 ათასი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნულ ობიექტზე 20–მდე ადგილობრივია დასაქმებული.
Visited 275 times, 1 visit(s) today