საშობაო ალილოს ზესტაფონიც შეუერთდა. უძველესი ქრისტიანული დღესასწაულის, საშობაო ალილოს მსვლელობა საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობას სასულიერი პირები, სტიქაროსნები და მრევლი იღებდა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, გამგებლის მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ვახტანგ ღამბაშიძეც შეუერთდა. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. შეგროვილი საჩუქრები დღის ბოლის მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს გადაეცემა. ალილოს ტრადიცია ზესტაფონში ოთხი წლის წინ აღდგა და მას შემდეგ ის ყოველ წელს ეწყობა.
Visited 151 times, 1 visit(s) today