საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი სხვიტორში, საექსპოზიციო დარბაზში იმყოფებოდა

20/06/2017

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე სხვიტორში, საექსპოზიციო დარბაზში იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დარბაზში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფს შეხვდა.

ამ დროისთვის საექსპოზიციო დარბაზში ექსპონატთა განთავსება მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს ეროვნული მუზეუმის პროფესიონალი თანამშრომლები და სსიპ აკაკი წერეთლის მუზეუმის თანამშრომლები საექსპოზიციო განყოფილების ხელმძღვანელი, პროექტის დირექტორი ლეილა ზაბახიძე და მუზეუმის ფონდის მთავარი მცველი კლარა მაჭარაშვილი ასრულებენ. მალხაზ ბაზაძე მათ გაესაუბრა და საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღუთქვა.

როგორც არქიტექტორ რესტავრატორი მაია ჭიტურიძე აცხადებს ექსპოზიცია არის “აკაკი აკაკის შესახებ”. აკაკი – დაბადებიდან გარდაცვალებამდე, ცხოვრება, მოღვაწეობა, ურთიერთობები, ნათესაური კავშირები, კინო, თეატრი, მოგონებები, ციტატები, გამონათქვამები, აზრები. . . ყველაფერი მასზე, ყველაფერი აკაკის შესახებ.

შეგახსენებთ რომ საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა აღდგენაში ჩართულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სსიპ აკაკი წერეთლის მუზეუმი და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა. აღსანიშნავია, რომ საექსპოზიციო დარბაზის პროექტირება გამგეობამ გააკეთა და მშენებლობის პერიოდში სამუშაოების ზედამხედველობას აწარმოებდა. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტმა სსიპ აკაკი წერეთლის მუზეუმს გრანტის სახით 19 000 ლარი სწორედ საექსპოზიციო დარბაზის მოსაწყობად გამოუყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0