საჩხერის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში გზების მოწყობა აქტიურ ფაზაშია

საჩხერის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში ცენტრალური და საუბნო გზების მოწყობა აქტიურ ფაზაშია.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ სოფელ ჭალაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
1 625 მ/მონაკვეთზე ასფალტის მოწყობის სამუშაოს შ.პ.ს. ჰედეფ ჯორჯია 399 550 ლარად ასრულებს, თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.
წინა წელს ჭალა-პერევის დამაკავშირებელი გზის 4 225 მ/სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა. სექტემბრის ბოლოს აღნიშნული მიმართულებით 10 კმ-იანი ცენტრალური საავტომობილო გზა სრულად მოასფალტდება.

Visited 163 times, 1 visit(s) today