საჩხერის სკვერებში ნერგები დაირგო

საჩხერის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქციები აქტიურ ფაზაში შევიდა.
დღეს, ქ. საჩხერეში აკაკი წერეთლის სახელობის სკვერში, პაოლო იაშვილის სახელობის სკვერსა და ბათუმის სკვერში პალმისა და ჯუჯა აზალიის ნერგები დაირგო.
გამწვანების აქციები მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე გამგეობის ინიციატივით მიმდინარეობს და აღნიშნულ სამუშაოებს ა.ი.პ. „ზურმუხტი“ ასრულებს.

Visited 240 times, 1 visit(s) today