საწარმო ,,გურიელი“ ახალ სეზონს მომზადებული ხვდება

22/04/2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ჩაის დასაფასოებელი საწარმო “გურიელი“ ახალ სეზონს მომზადებული ხვდება. საწარმო 2015 წელს პროექტ “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში გაიხსნა, იგი აღჭურვილია უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით და ფლობს ISO სერტიფიკატს; მასში დასაქმებულია 50 ადამიანი. საწარმო დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დაათვალიერა და ხელმძღვანელობისგან სამომავლო გეგმების შესახებაც მიიღო ინფორმაცია. როგორც “გურიელის“ დირექტორმა აღნიშნა, იგეგმება წარმოების გაფართოება და პროდუქციის ხაზის გაზრდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0